22-11-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურასა და ქვაბღას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია. ძლიერი წვიმების შედეგად ნიადაგი სოფელ ზოტშიც ჩამოიშალა. ინფორმაციას სტიქიის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.
„ამ დროისთვის დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას სხვა მხრივ პრობლემები არ აქვს. პრევენციის მიზნით ტექნიკა შევიყვანეთ სოფელ ზოტიც, რათა დამატებითი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, - ამბობს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.
16-11-2024
16-11-2024