გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარგარეტ ტეტჩერის რასისტული პოლიტიკის შესახებ დეტალები ცნობილია

22-01-2018

გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერმინისტრს მარგარეტ ტეტჩერს იმედი ჰქონდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გახდებოდა ის ქვეყანა, სადაც მხოლოდ თეთრკანიანი ადამიანები იცხოვრებდნენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა პატრიკ რაითმა თავის დღიურში დაწერა. ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. 

რაითი წერდა, რომ პრემიერმინისტრი "ვერ იტანდა გერმანელებს. ნებისმიერ მინიშნებას გერმანიის გაერთიანების შესახებ ანათემას გადასცემდა", - აცხადებს რაითი. 

დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ მას ტეტჩერმა ლანჩის დროს უთხრა. კერძოდ, ტეტჩერს სურდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1910 წლის მდგომარეობას დაბრუნებოდა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. რაითი ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრს ამაში შეეწინააღმდეგა და განუცხადა, რომ მისი პოლიტიკა აპართეიდის გაგრძელებაა, რაზეც ტეტჩერმა მას უპასუხა: "თქვენ საერთოდ არ გაღელვებთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები?".

მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთს 1979-1990 წლებში მართავდა. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერმინისტრი და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას „რკინის ლედის“, ეძახდა. მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან.


imedinews,ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930