გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგო თეთრაძის მეუღლე: ძალიან ბედნიერი ოჯახი ვიყავით, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ და ეს ბედნიერება არ წაგვართვეს

25-11-2018

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით “ყველაფერი კარგად გვახსოვს - არა ნაცებს”. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს, ამიტომ ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.


აქციაზე მისულ ხალხს სიტყვით მიმართა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემაც. მან შეკრებილებს მოუწოდა, არჩევანი “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ გააკეთონ.


“გამოვიარეთ ძალიან რთული გზა. მე გახლავართ ძალიან პატიოსანი ადამიანის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, რომელსაც თავისი სიმართლის დამტკიცება სიცოცხლის ფასად მოუწია. ვიყავით ძალიან ბედნიერი ოჯახი, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ და ეს ბედნიერება არ დაარბიეს. წაგვართვეს ოცნება და იმედები და ამის შემდეგ 7 წელია დავდივართ მე და ჩემი შვილი სასამართლოებში და ჩვენს სიმართლეს ვამტკიცებთ. ჩემი მეუღლე იყო დასახიჩრებული. ეს წამების გზა გაიარა იმის გამო, რომ თავის ღირსებას იცავდა. ის დასახიჩრებული სხეული ახლაც თვალწინ მიდგას. მე არ მინდა საქართველოში განმეორდეს ისეთი ქმედებები, რასაც სერგო თეთრაძე და უამრავი ადამიანი შეეწირა”, - აღნიშნა სერგო თეთრაძის ცოლმა.


თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი - დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში სერგო თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031