გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

26-11-2018

რუსთავის მე-17 მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. ბინა გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ერთ-ერთი შტაბის თავმჯდომარე გოგა ინჯგიას ეკუთვნის.


შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.


ბინის მეპატრონე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მამუკა ჩიქოვანი და დავით კირკიტაძე, რომლებიც აცხადებენ, რომ ფაქტი მათი წევრების დაშინებას ემსახურება.


შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031