გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

26-11-2018

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას. “მე როგორც პრეზიდენტი და უკრაინის

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მხარს ვუჭერ სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა და საომარი მდგომარეობის შემოღებით უკრაინის პარლამენტისთვის მიმართვას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 69 დღით შეიძლება იქნას შემოღებული.


აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელიც საკითხის განსახილველად დღეს შეიკრიბება.


როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.


არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუყწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.


ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031