26-11-2018
ხანძრის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ელექტროენერგიის კვების ბლოკში გაჩნდა.
კვამლი თანამშრომლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
„ელექტროენერგია არ მიეწოდება არც ტელევიზიას და არც რადიოს, ვერ მუშაობს ვებგვერდიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დენის მიწოდება სავარაუდოდ, ერთ საათში აღდგება. ტექნიკა დაზიანებული არ არის“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიის ტექნიკური სამსახურის მენეჯერმა, მიხეილ შეშელიძემ.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია ტრანსფორმატორი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
16-11-2024
16-11-2024