გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არის უამრავი სპეკულაცია, რითაც აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება 

28-11-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან კენჭს ორი პოლიტიკური ძალა იყრის.

კობახიძემ მოქალაქეებს მაღალი საარჩევნო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ მაღალი აქტივობა იქნება, პასუხიც მაქსიმალური იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, არის ორი პოლიტიკური ძალა. მეორე პოლიტიკური ძალის თვისებები მოგეხსენებათ: აგრესია, სიძულვილი და სიცრუე, ხოლო მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას არ გაუჭირდება დღეს არჩევანის გაკეთება. მე მინდა ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდო. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ, ამ ნეგატიურმა ძალამ, საკმაოდ მაღალი შედეგი მიიღო. თუ იქნება მაღალი აქტივობა, პასუხიც იქნება მაქსიმალური,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არჩევნებში აგრესიული ფონი არ არის. მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ ხელოვნურად აგრესიული ფონი არ შექმნან. 

„მინდა ჩვენს კოორდინატორებს მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება აიღოს ოფიციალური სიები, მათ შორის ფოტოსურათებიც. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აგრესიული ფონი ხელოვნურად არ შექმნათ. ჩვენს ამომრჩეველს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მათ ხმა მშვიდ გარემოში მისცენ.

არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად აგრესიული ფონი იქმნება. რეალურად კი აგრესიული ფონი არ არის. ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მათ შორის ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031