გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ცაგერის პირველ უბანზე ხანძრის გამო საარჩევნო პროცესი შეფერხდა

28-11-2018

ხანძრის გამო ცაგერში, პირველ უბანზე საარჩევნო პროცესი დროებით შეწყდა. კულტურის სახლის დარბაზში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ცეცხლი დაახლოებით დილის 09:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი კვამლის გამო, საარჩევნო პროცესი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.


ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები.


„კვამლის განიავება მალე დასრულდა და საარჩევნო პროცესი 15 წუთში აღდგა“, – განუცხადა პირველ არხს ცაგერის 45-ე საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარემ ლელა კოპალიანმა.


ცაგერში სულ 41 საარჩევნო უბანი და 11 045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილება 2 588-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,43%-ია.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930