29-11-2018
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაღაზიის მეპატრონემ განუცხადა.
მისი თქმით, წაღებულია ოთხი ცალი "აიფონ 6", რომლის საერთო ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. წუხელ ასევე გაქურდეს სამშობიარო კლინიკა, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს.
16-11-2024
16-11-2024