გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფრანგი ჟურნალისტი: ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს - ბრავო, სალომე ზურაბიშვილს! დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ!

29-11-2018

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია. ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს გარდა საფრანგეთისა, -ამის შესახებ ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა.

 

„სალომე ზურაბიშვილი, ქალი პრეზიდენტად იყო არჩეული ნახევრად აღმოსავლურ და სრულად „მაჩოისტურ“ ქვეყანაში გაიმარჯვა. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს - დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოვნიკს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ „გამოფენების გახსნას“ არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა არ წამოეგოს პროვოკაციებზე“, - განაცხადა ჟურნალისტმა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930