3-12-2018
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ყოფილა და რეალური კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ეს განცხადება ვაშაძემ ბრიტანულ ბი ბი სი-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„თქვენ რაიმე გაგიგიათ ამ ე.წ. კანდიდატისაგან ჩვენი ქვეყნის ან სოციალურ, ან პოლიტიკურ ანდა ეკონომიკურ პრობლემებზე? არაფერი! ჩვენ, ქართველები, ახლა ერთდროულად სამ კრიზისში ვართ, რაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ჩვენთან გაგანია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისია. და ჩვენ მოგვცეს ქალი, რომელსაც ამაზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს. (...) მე როგორც მოქალაქეს, ამ ლედის [სალომე ზურაბიშვილის] მიმართ არანაირი პოლიტიკური ვალდებულება არ მაქვს. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. იგი არასაკმარისად კვალიფიციური ქალია იმისთვისაც კი, რომ სადღაც, მსოფლიოს შორეულ ადგილზე კულტურის ატაშე იყოს“-განაცხადა ვაშაძემ.
P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NEWSPRESS.GE