4-12-2018
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა 60 ოჯახს ბინები გადასცეს.
ე.წ. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აშენებული სახლები გუდაუთაში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს. ამავე ცნობით, ყველა ბინა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, სატელიტური ტელევიზიით, გაყვანილია სატელეფონო ხაზი და ინტერნეტი. ეზოებში მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები. ბინები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითაც. ამის შესახებ "ნაშა აბხაზია" წერს.
ამავე ცნობით, მიმდინარე წელს ახალი ბინის გასაღები ოთხი ათასზე მეტმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
16-11-2024
16-11-2024