გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
გია ნოდია: არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მტკივნეული გაყოფები დაიწყოს

5-12-2018

ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გია ნოდიას განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო მეტად დაიშალოს.


ეს განცხადება ნოდიამ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას გააკეთა.


"ძალიან კარგად მახსოვს 2016-2017 წლები, როცა პარტია დაიშალა, სააკაშვილის ერთგული მომხრეები მის ნებისმიერ კრიტიკას ძალიან მტკივნეულად განიცდიდნენ. ახლა, ამ თვალსაზრისითაც ვითარება შეიცვალა. ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ მიშა „კარგია“, „ჩვენია“, „მაგარია“, მაგრამ ყველაფერს სწორს არ ამბობს და შეიძლება ადგილზე მყოფმა ადამიანებმა უკეთ იცოდნენ, რა უნდა გაკეთდეს.


ეს აზრი თვითონ მიხეილ სააკაშვილის ერთგულ მომხრეებს შორის თანდათანობით მომწიფდა. არ ვიცი, რით და როგორ დამთავრდება, შეიძლება კიდევ იყოს მტკივნეული გაყოფები, ამას ვერ გამოვრიცხავთ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ გაერთიანებაში პროცესები მიდის და ბუნებრივია წინააღმდეგობები, პრობლემებიც არსებობს. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც იქეთკენ მიდის, რომ ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილისგან უფრო დამოუკიდებელი იქნება.


დავინახეთ, რომ ვინც იყო ხელისუფლებაში წლების მანძილზე, საააკაშვილის უახლოესი გარემოცვა, ვისთან ერთადაც მართავდა, როცა მართავდა, დღეს, ძირითადად ეს ლიდერები „ევროპულ საქართველოში“ არიან და მათთან ასეთი კონფლიქტი მოუვიდა.


როგორ ააწყობს ამ ურთიერთობას, რომელიც უკვე გარკვეულად პრობლემურია, იმ ხალხთან, ვინც დღეს არის „გაერთიანებული ოპოზიცია“ ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ისევე ვიცნობ, როგორც სააკაშვილს, არ არის ის ადამიანი, რომ რასაც მიშა ეტყვის იმას გააკეთებს"-აცხადებს ნოდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930