გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე - ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა გაგრძელდება და იქ არსებული ხეები გადაირგვება

23-01-2018

ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა გაგრძელდება და იქ არსებული ხეები გადაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მშენებლობა რამდენიმე თვე გაგრძელდება.

„ვიცით, რომ საცობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საჭიროა კომპლექსური მიდგომები და კომპლექსური პრობლემების მოგვარება. მხოლოდ ერთი მიმართულებით წასვლით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. შესაბამისად, კონკრეტულ პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ არის მნიშვნელოვანი. ხეების მოჭრას რაც შეეხება, არც ერთი ხე არ მოიჭრება, ყველა ხე გადაირგვება. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა ყველა პროექტთან დაკავშირებით. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, ამიტომ იქ არსებული ხეები გადაირგვება. როდესაც დასრულდება ტენდერი, უახლოეს მომავალში, ეს პროცესი დაიწყება. რაც შეეხება მშენებლობას, ეს რამდენიმე თვე გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტი დავით ნარმანიას მერობის პერიოდში შეჩერდა. როგორც დავით ნარმანია აცხადებდა, პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე- მცენარის შენარჩუნება იყო, რომლის მოჭრასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031