გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

10-12-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

 

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს  თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2016-2018 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, 2014-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, 1996-1999 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30