გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“ვიღაც ბიჭია, მანიაკი, აშინებს ხალხს”- გოგონებზე ძალადობის მცდელობა გლდანში, მოსახლეობა პანიკაშია

14-12-2018

გლდანის რაიონში მცხოვრებლები მათი და არასრულწლოვანების დაცვას ითხოვენ. რაიონში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა, არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობა სცადა.ადგილობრივების თქმით, 30 წლამდე მამაკაცი გოგონებს სადარბაზომდე მიყვება და მათზე ძალადობას ცდილობს.


მედიასთან კომენტარი გააკეთა 10 წლის გოგონას ბებიამ, რომელიც ამბობს, რომ არასრულწლოვანმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა და მომხდარი დედას უამბო.


“ბავშვი მაღაზიაში ჩავიდა და სადარბაზოში, რომ შემოვიდა, ახალგაზრდა მამაკაცი კიბეზე დახვდა და არ უშვებდა. ჩემმა შვილიშვილმა თავის დაღწევა მოახერხა, სახლში ტირილით შემოვარდა. დედამისი მალევე გაეკიდა, თუმცა ვერ დაეწია. მუშებმა გვითხრეს, რომ ასეთი აღწერილობის ბიჭი უკან იხედებოდა და გარბოდაო. ვერ დავიჭირეთ, გაგვექცა”- აცხადებს მოზარდის ბებია და ამბობს, რომ საქმის კურსში პოლიციაც ჩააყენეს.


“პოლიციამ თქვა, რომ ასეთივე ფაქტი მოხდა მუხიანშიც, აღწერილობით ისეთივე მამაკაცი იყო, როგორიც ჩვენს შემთხვევაში”- აღნიშნა 10 წლის გოგონას ბებიამ.


მისი თქმით, ფაქტი 3 თვის წინ მოხდა.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი, იგივე უბანში მოხდა გვიან ღამითაც, როცა აღწერილობით იგივე მამაკაცმა ზრდასრულ ქალზე სცადა ძალადობა.

ქალი სწორედ იმ გოგონას მეზობელია, რომელმაც მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო. აღნიშნულ მისამართზე გუშინ კრიმინალური სამსახური და პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში იყო მიბილიზებული.


არსებული ინფორმაციით, მამაკაცის იდენთიფიცირება ვერ ხერხდება.


“30 წლამდე ბიჭი იყო, მესამე სართულზე ვცხოვრობ, სადარბაზოში შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. ყვირილზე გაქცევა სცადა, მე თავდაპირველად დარტყმა და მისი დაჭერა მოვახერხე თუმცა გაგვექცა”- ამბობს დაზარალებული.


ადგილობრივები დაშინებულები არიან და ბავშვების ეზოში ჩაშვებას ერიდებიან.


“გავიგე, რომ ვიღაც ბიჭია, მანიაკი. აშინებს ხალხს. პოლიცია ვერ პოულობს… ეს უკვე მეორე შემთხვევაა”- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.


როგორც ირკვევა, გუშინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ადგილობრივებმა მამაკაცი დააკავეს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა მან გაქცევა მაინც მოახერხა.


პოლიციამ ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო და გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს.


trialeti.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031