25-12-2018
„შესაძლოა ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ დადებული შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა დადგეს, თუ კავკასიის ქვეყნიდან ირანის მოქალაქეების დეპორტაციის ან მათი შესვლის აკრძალვის საკითხი არ გაირკვევა“, - განაცხადა ირანის მეჯლისის დეპუტატმა ალირეზა რაჰიმმა.
„თუ საქართველო არ დაიცავს 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ შესრულებაზე, მაშინ ჩვენი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების გადახედვის თაობაზე“, - ხაზი გაუსვა ირანის მეჯლისის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრმა, დეპუტატმა ალირეზა რაჰიმმა სააგენტო ICANA-სადმი მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველომ ბოლო ხანებში ირანის მოქალაქეებს - ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა და თბილისის აეროპორტიდან უკან გამოაძევა იმ მოტივით, რომ თითქოსდა მათ დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდათ. დეპორტაციის ფაქტებს თბილისში არსებული ირანის საელჩოც ადასტურებს.
---------
წყარო: newspress.ge