გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში ხანძარს 65 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

10-01-2019

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი ორსართულიანი სახლის ერთ -ერთ ოთახში გაჩნდა.

დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, კაცს ხანძრის დროს ეძინა. მეხანძრეებმა შენობიდან 83 წლის ქალი უვნებლად გამოიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია. 

                imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031