გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა

21-11-2026

ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.
ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა.


არ ხედავთ, არ უფასებთ. არც გთხოვთ არავინ. ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვუფასებთ!, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.


გეგეჭკორის თქმით, უმადური და დაუნახავი ადამიანები ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც კახი კალაძის შრომას ხედავენ და აფასებენ, თუმცა ამას ქვეყნის 1 200 000 მოქალაქე ხედავს და აფასებს.


მისივე შეფასებით, უმადური და დაუნახავი ადამიანების ადგილი იქ არ არის, სადაც მშვიდობა, სიკეთე და ადამიანური ურთიერთობაა.


„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.
ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა.

არ ხედავთ, არ უფასებთ. არც გთხოვთ არავინ. ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვუფასებთ! დიახ, ჩვენ, ამ ქვეყნის 1 200 000 მოქალაქე!

თქვენ არც კახი კალაძის შრომას ხედავთ. არც ეს გვიკვირს. უმადურ, დაუნახავ ადამიანს ჩარჩოში ვერ მოაქცევ. არც უნდა ეცადო, არ აქვს აზრი.


დარჩით თქვენს ბოღმაში! დარჩით იქ, საიდანაც ვერ ამოხვალთ! დარჩით იქ, სადაც თქვენი - შეუმდგარი ადამიანების ადგილია.


ჩვენ წინ წავალთ. წინ, სადაც მშვიდობა, სიკეთე, ადამიანური ურთიერთობა და ღიმილი - დაფასებული და მადლობის მთქმელი ღიმილის ადგილია.


ჩვენ გვერდით თქვენი ადგილი არ არის! არ გამოვა ეს, შეუძლებელია…“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30