გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაშვილის კლინიკაში დავით სერგეენკო მივიდა

16-01-2019

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ დროისთვის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება, სადაც დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდები გადაიყვანეს.


ამ დროისთვის კლინიკაში სამი არასრულწლოვანია მოთავსებული, თუმცა მინისტრის განცხადებით, კლინიკა კიდევ ერთ პაციენტს ელის.


ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.


სერგეენკოს განცხადებით მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.


ბუნებრივი აირის აფეთქებას დიღომში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031