გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

16-01-2019

დიღომში, ბუნებრიუვი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.


ბავშვი "იმედის" კლინიკაში 9-ის ნახევარზე შეიყვანეს.


მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვს კლინიკაში შეყვანის დროს გული გაჩერებული ჰქონდა და კლინიკური სიკვდილი აღენიშნებოდა.


თავდაპირველად გულის მუშაობის რიტმის აღდგენა მოხერხდა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.


გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილ სხვა სამ ადამიანთაგან ერთ-ერთი სწორედ ამ ბავშვის დედაა.


სულ კი, დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930