გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.


10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს ლილოს დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ქართველიშვილის, დაბა წავკისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.


ასევე, 11 საათიდან 15 საათამდე მამარდაშვილის, ყირიმის, ფარავნის, ართვინის, გროზნოს, მიჩურინის, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, როსტოვის, თეთნულდის და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31