გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

20-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა დავით თავხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, აკაკი ვასაძის და მეფე არჩილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე გორგასლის მოედნის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 11:30 საათამდე წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ბეგაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031