გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოლის ცემაში ბრალდებულ პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

23-01-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული პ.თ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ქ.თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში პ.თ.-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.


სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ პ.თ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდაშეფარდებული, 2017 წლის 30 ივნისს დანას ატარებდა.


სამართალდამცველებმა პ.თ. 2017 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 2381 მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.თ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031