გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ესპანეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

25-01-2019

25-29 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მინისტრი შეხვდება ესპანელ კოლეგას ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობის და ევროკავშირის მინისტრს ჯოზეფ ბორელს, შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიასთან.


ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე-მარლასკას.


ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ესპანეთის სენატის თავმჯდომარესთან პიო გარსია ესკუდეროსთან და კონგრესის ევროკავშირის შერეულიკომისიის თავმჯდომარესთან სორაია როდრიგეზ რამოსსთან და კონგრესის წევრებთან.


დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31