გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია მურღულია: კატის გამოცდა ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინა და ამიტომ ლოგიკურია, რომ უქმდება

28-01-2019

განათლების სფეროს ექსპერტის გია მურღულიას განცხადებით, შეფასების ახალი მოდელი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ენდოს სკოლებს.


„მიდგომა, რომ „ჯერ მზად არ ვართ“ ამ ლაპარაკით წლები გავიდა და არაფერი არ შეცვლილა. ახლა თუ შეიცვლება ჩვენ სკოლებში არის ძალიან კარგი პოტენციალი, არის ბევრი პრობლემაც, მაგრამ „თუკი ადამიანს არ მივეცით საშუალება, რომ წყალში გადახტეს ისე ცურვას ვერ ისწავლის.“


კატის გამოცდა იყო ფორმალობა, ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც უნდა შეესრულებინა, ამიტომ ლოგიკურია რომ უქმდება.


მეორეს მხრივ ამდენი გამოცდა იყო სრული აბსურდი.


ასევე როდესაც ადამიანი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში გამოცდას მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის ავტონომია იზრდება. უნივერსიტეტებს შეეძლებათ, რომ თვითონ დაამატონ ერთი-ორი გამოცდა, სადაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული მიმართულებების სპეციფიკა“ - განაცხადა გია მურღულიამ, რომლის თქმით, როდესაც სკოლა ორიენტირებულია, რომ ბავშვი მოამზადოს გამოცდისთვის ეს აბსურდია და ეს აბსურდი დასრულდა. მისივე თქმით, სკოლა უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებმა მიიღოს კარგი განათლება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31