გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს

31-01-2019

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების გამო 7 ადამიანის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.


„დიდი უბედურება დატრიალდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეს, არის ის, რომ ადამიანები ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო დაიღუპნენ. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა...“ - თქვა კალაძემ.


გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია შვიდი მუშა, რომლებიც თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. სახლში წვის კამერის გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930