გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვინ არიან თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილები

5-02-2019

თბილისში, თამარაშვილზე რამდენიმე წუთის წინ, სროლის შედეგად დაჭრილები 43 წლის ლევან კეშელავა და 49 წლის რამაზ ცატავა არიან.


დაჭრილები ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ორივეს ოპერაცია უტარდება. როგორც "პრაიმტაიმს" კლინიკაში უთხრეს, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე და 236-ე მუხლებით  დაიწყო, რაც  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში.  ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.




primetime

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31