გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე უმრავლესობის სხდომაზე: არ მქონდა აქ მოსვლის შინაგანი სურვილი

6-02-2019

გულწრფელად გითხრათ, დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა , - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა,გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


„გულწრფელად გეტყვით, არ მქონდა აქ მოსვლის შინაგანი სურვილი, მაგრამ არ მინდა, ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგსა და საუბარს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ. მგონია, პრინციპულია ის, რომ არ გადავუხვიოთ მიზანს ამ კონკრეტულ საკითხზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ ჩაეკეტოს კარი მედიასა და საზოგადოებას ამ საკითხის განხილვის დროს. არანაირად არ შეიძლება პრინციპი იყოს, რომ გუნდურობა ითვალისწინებს ამ საუბრებს მარტო „ქართული ოცნების“ ოფისში. ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს არ არის ჩვენი კერძო თემა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ თემა, ეს ეხება საზოგადოებას, შეზღუდვა თუ იქნება გუნდის წევრების მიმართ, ეს არასწორი იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30