გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა

6-02-2019

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.


ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.


ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი. ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.


რაც შეეხება ნესტან ლონდარიძესა და ალეკო ცქიტიშვილს, ისინი პროტესტის ნიშნად კვლავ პროკურატურის ეზოში რჩებიან.


palitranews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30