გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს

27-01-2018

ახლო მომავალში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება შედგება.
კომპანია „სილქნეტი“ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელს“ ყიდულობს.
დაფინანსება მოხდა თიბისი ბანკის მიერ, ადგილობრივ და რეგიონალურ ბანკებთან ერთად მობილიზებული სინდიცირებული თანხითა და „სილქნეტის“ კაპიტალით.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შესახებ პრესკონფერენცია 29 იანვარს გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლექსო თოფურია, ასევე
თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930