გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
შოუბიზნეს დაიჯესტი
მაღალმთიანი სოფელი, ბოსტანი და ძროხების ზანზალაკებით გაღვიძება-რაზე ოცნებობს ანუკი არეშიძე

13-02-2019

დიზაინერმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ საკუთარიი ოცნებების შესახებ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა.


როგორც აღმოჩნდა, ანუკი არეშიძის ოცნება მაღალმთიან სოფელში ცხოვრებაა.


„ვიცხოვრებდი მაღალმთიან სოფელში, სადაც ყოველ დილით იქნება ნისლი და ძროხებს რომ ზარი კიდიათ, იმის ხმა გამაღვიძებს, ეს არის ჩემი ოცნება“ - ამბობს დიზაინერი.


მისივე თქმით, ამ ოცნებას ის დღესვე აისრულებდა, თუმცა ამის საშუალებას მეუღლის სამსახურებრივი მდგომარეობა და ბავშვები ამჟამად არ იძლევა.


როგორც არეშიძე აღნიშნავს, მეოთხე ბავშვის შემდეგ, მისი დამოკიდებულება ბუნების მიმართ ძალიან შეეცვალა და უფრო მეტად უნდა ქალაქიდან შორს ყოფნა.


„საკუთარი თავით კმაყოფილი ვიქნები როცა ჩემი ბრენდი იქნება ძლიერი, როდესაც ჩემი შვილები იქნებიან კარგი ადამიანები და 50-60 წლის ასაკში მექნება ჩემი პირადი ვენახი, ბაღი და ბოსტანი, თავისი ცხენებით“-განაცხადა არეშიძემ. 



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930