გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

14-02-2019

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფრომაციით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (gwp) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ.პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.


კერძოდ: პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მგვალი ბაღის მიმართულებით.


მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით.


ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930