გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი ლიტველ კოლეგას მასპინძლობს

29-01-2018

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ

კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. 
დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031