გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

27-02-2019

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ "ქართულ ოცნება" დატოვა. დეპუტატმა კოლეგებს ამის შესახებ ელექტრონული შეტყობინებით აცნობა.


„ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა. ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, პროტესტია იმის გამო, რა სიტუაციაშიც დღეს ჩვენ ვართ პარლამენტში. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა და სრულიად არ მგვრის სიამოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი მქონდა, ეს გადაწყვეტილება სწორი იქნება ჩემი თანამებრძოლებისა და ხალხის წინაშე. ვუერთდები მეგობრების იმ ჯგუფს, რომელმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კვაჭანტიაძისგან შესაბამისი განცხადების მიღება უკვე დაადასტურა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930