გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

28-02-2019

22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაიცვალების შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვის სიკვდილი დედის მიერ თავის არეში მიყენებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმამ გამოიწვია.


„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით.


მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - განმარტავენ პროკურატურაში.


ბავშვის დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ახალი გარემოებების გამო, მას ბრალი დაუმძიმდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031