გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 15 წლის მოსწავლემ, სავარაუდოდ, თავის მოკვლა სცადა

28-02-2019

დღეს თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს, რომ მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან, შესაძლო სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, გოგონამ, სატელეფონო შეტყობინებით, თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.


შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.


ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მომხდარზე შეატყობინეს შს სამინისტროსაც. ასევე, მოძებნეს გოგონაც, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის მოკვლა სცადა.


გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოსწავლემ სახლიდან გასვლის შემდეგ, წნევის წამლები იყიდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31