გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

21-12-2017

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე დღეს მტავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს. 
სესიის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. 
მისი განცხადებით, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, განკარგულება გამოსცა, რომლის მთავარ განსახილველ საკითხს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 75 კანონპროექტს განიხილავენ.
რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას დღეს 12 საათიდან შეუდგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031