გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია მეორემ მანდატურები დალოცა

11-03-2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დალოცა.


როგორც პატრიარქმა ქადაგების დროს აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე აქვთ, რაც სკოლებში უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს.


წირვას სამების საკათედრო ტაძარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 500-მდე მანდატური დაესწრო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930