გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ფრანკოფონიის თვე აღინიშნება

13-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის სელჩოები საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად, მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ.


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, 20 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება და როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, აღნიშნულ დღესასწაულს საქართველოც უერთდება.


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, პატარძეულში და წელს პირველად, ლანჩხუთში. ქართველ ფრანკოფონებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება მიეცემათ ეზიარონ ან ხელახლა აღმოაჩინონ ფრანკოფონია და ფრანგულენოვანი კულტურა.


მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავს როგორც სპექტაკლებსა და კონცერტებს ფრანგულენოვანი შემსრულებლებით, ასევე ანიმაციებსა და კინოჩვენებები ბავშვებისთვის, ლიტერატურული შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და საჯარო ლექციებს.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე ფრანგულენოვანი ფილმების დღეები, სადაც მაყურებელი ფრანგულ, კანადურ შვეიცარიულ და რუმინულ ფილმებს გაეცნობა. მოეწყობა ფრანგული კულინარიის ზეიმი Goût de France , რომლის ფარგლებშიც გაიმართება დისკუსიები, მასტერკლასები და ვორკშოპები გასტრონომიის შესახებ. ასევე, ქართული რესტორნები გამართავენ ფრანგულ ვახშამს.


ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართება კონკურსები მოსწავლეებითვის, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. ხოლო გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930