გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთში ოთხი ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

15-03-2019

გოაში საქართველოს მოქალქეები დააკავეს. ოოთხივე დაკავებული ბრალდბულია ქურდობაში. სამართალდამცველებმა ოთხ სავარაუდო დამნაშავეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით მიაგნეს.


პოლიციის ცნობით, ბრალდებულები ნაქურდალს ნაქირავებ მანქანაში ინახავდნენ. ამორებულია ძვირფასი ლითონის ნივთები, ფული, შვიდი მობილური ტელეფონი, ჰიდრავლიკური დანა და სამშენებლო ხელსაწყოები.

დაკავებულები არიან კონსტანტინე ჩხაიძე, ლურო პირველი, ლაშა გურჩიანი და ირაკლი ტამლიანი.


ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ საელჩოს თანამშრომლებთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

საქართველოს კონსული ინდოეთში, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ პოლიციამ ნაქურდალ ნივთებთან ერთად ამოიღო ის ინსტრუმენტები, რითაც სახლებში შეაღწიეს.


"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ ადვოკატი ეყოლებათ. ბოლო წელიწადნახევარში მსგავსი ბრალდებით 6 ქართველი დააკავეს",- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ინდოეთში, გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში საქართველოს ოთხი მოქალაქე 14 მარტს დააკავეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930