გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივის ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ

15-03-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა, ლუდა სალიამ.


მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეიარაღებული არიან და იცავენ პოზიციებს. უკვე შეუძლებელია იმ ადგილთან მიახლოება, სადაც საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო კოშკი განათავსეს.


თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30