გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

16-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი დაიწყო. სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია.


სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა.


ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.


გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31