გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერიაში "მზის შვილებს" უმასპინძლეს

21-03-2019

,,ჩვენ, მეგობრები, ქრომოსომებს არ ვითვლით" - ამ სიტყვებით მიესალმნენ და უმასპინძლეს ,,მზის შვილებს" სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ, მერიის თანამშრომლებმა.


დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პირებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


შეხვედრის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და გასართობ ცენტრ ,,ზოოლენდის" ანიმატორებმა ,,მზის შვილებს" და ცენტრ ,,ლაზარეს" აღსაზრდელებს სახალისო და სიყვარულით სავსე გარემო შეუქმნეს.


ღონისძიების ბოლოს ქალაქის ცენტრალურ სკვერში ნაძვის ნერგები დაირგო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031