გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო აფხაზავა: ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის

24-03-2019

„ძალიან გამიხარდა ბატონი მიხეილის ჩამოსვლა. ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის. ფინალური შოუ ხვალ გაიმართება და გაირკვევა, ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი" , - განაცხადა დუბაიში მყოფმა ქართველმა პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ.


საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, დუბაიში მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ ჩავიდა.


დუბაიში ლადო აფხაზავას ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი საპატიო წოდებები მიანიჭეს. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031