გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ

29-03-2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია "GRISPORT"-ისგან შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციემის მართვის სამსახური ავრცელებს.


ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა. სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.


მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.

უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30