გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა

29-03-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოების განსაკუთრებულ წვლილს გაუსვეს ხაზი.


სერბეთის პატრიარქმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

ირაკლი კობახიძემ პატრიარქ ირინეოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ გაგზავნილი საჩუქარი - ხარების ხატი გადასცა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


თავის მხრივ, სერბეთის პატრიარქმა საპარლამენტო დელეგაცია დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930