გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

9-04-2019

9 აპრილის მემორიალთან ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეს, მაია ბათიაშვილსა და მამა ელიზბარს შორის შელაპარაკება მოხდა.

მამა ელიზბარმა აღნიშნა, რომ 9 აპრილს აქციების ლიდერებს პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინათ და ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ასე არ მოხდა, მოგვიანებით კი, ლიდერებმა თავად მიატოვეს ხალხი.


ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლის თქმით კი, 9 აპრილის ლიდერებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ისინი ბოლო წუთამდე რუსთაველის გამზირზე იყვნენ, მათ შორის, მისი ქმარიც, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031