გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
13 აპრილს, ბაზალეთის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

12-04-2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე.


თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30