გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმი ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

23-04-2019

ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატს წელს ბათუმში უმასპინძლებენ.


ჩემპიონობისთვის 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრებებში მონაწილეობას მამაკაცი და ქალი სპორტსმენები მიიღებენ.


საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონობისათვის 5 კაცი იბრძოლებს.


ჩემპიონატისთვის ბათუმის მერიამ უკვე გამოყო 50 ათასი ლარი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი კი შეჯიბრებას 100 ათას ლარით დააფინანსებს.


აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ კახიძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქის და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ასევე მისი მიზანია, ბილიარდის განვითარება და ადამიანების პროფესიულ დონეზე დაინტერესება.



ajaratv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031